მაღაზიაში შეძენილი პროდუქტის დაბრუნება/გადაცვლა

  • გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი  არ  არის  დაზიანებული  ან  მოხსნილი/დაკარგული
  • გაცვლის/დაბრუნების ოპერაციების  ჩასატარებლად, აუცილებელია თან იქონიოთ პროდუქციის შეძენისას გაცემული ფისკალური ქვითარი  (სალარო  აპარატის ან POშ ტერმინალის ჩეკი) და პირადობის  მოწმობა
  • პროდუქციის გაცვლა-დაბრუნება შესაძლებელია  მხოლოდ  იმ  მაღაზიაში,  სადაც  მოხდა  მისი  შეძენა
  • აქსესუარების: კოლგოტების, თეთრეულის, საცურაო კოსტუმების, თმის სამაგრებისა და ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების - გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი! დანარჩენი სახეობის აქსესუარების გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია გაცვლა/დაბრუნების პირობების შესაბამისად
  • პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი შეძენიდან 7 დღის, ხოლო დაბრუნება - 3 დღის განმავლობაში 
  • უკვე გაცვლილი პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი
  • ფასდაკლებული პროდუქციის დაბრუნება  არ არის შესაძლებელი
  • ფასდაკლებული პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია იმავე ან მეტი ღირებულების მქონე პროდუქტ(ებ)ში,  შეძენიდან  3  დღის განმავლობაში
  • შეძენილ პროდუქციაზე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთვევაში, მისი გაცვლა/დაბრუნების ვადაგანისაზღვრება 14 დღით
  • პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქციის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2 -დან 5 დღემდე შუალედში.